გატარდება თუ არა ძირეული რეფორმები განათლების სისტემაში? - უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

25 დეკემბერი 2019, 20:47 1401 ნახვა

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. საუბარია ჯგუფზე, რომელიც 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. შეხვედრას სამინისტროების და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

კონკრეტული წინადადებების წარდგენა უწყებებს გასულ კვირას დაევალათ - საუბარია არასრულწლოვანთა  მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებზე, ასევე სკოლებში ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმების გაძლიერებაზე.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელმა ანა აბაშიძე ამბობს, რომ ბევრი მიმართულებითაა ძრეული რეფორმა გასატარებელი, რადგან სისტემა პრაქტიკულად ჩამონგრეულია. წარადგინეს თუ არა უკვე წინადადებები, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებმა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი