ბათუმის ყოფილი მერის და ყოფილი მაღალჩინოსნის დასკვნითი სიტყვა დასრულებულია

24 დეკემბერი 2019, 20:23 2010 ნახვა

ბათუმის ყოფილი მერის და ყოფილი მაღალჩინოსნის დასკვნითი სიტყვა დასრულებულია. გიორგი ერმაკოვი სიტყვით არ გამოსულა, არჩილ ვანაძემ და გოგა ლომაძემ კი ამ უფლებით ისარგებლეს. გოგა ლომაძის თქმით ის რაც პროკურატურამ დააბრალა მისი უფლებამოსილება არ იყო, არჩილ ვანაძემ კი თეზისებად დაყოფილი სიტყვა წარადგინა და თქვა რომ მან ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან გარანტიები მოითხოვა.

საქმე ეხება წლის ხმაურიან დაკავებას - 7 მაალჩინოსანს პროკურატურა სამსახურებრივ გულგრილობას და სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავება. საუბარია ასობით ათას ლარზე. საქმის მოსამართლე დავით მამისეიშვილია, რომელიც აცხადებს, რომ არც მტკიცებულებების გარეშე დატოვებს ბრალდებულებს პატიმრობაში და არც უსაფუძვლოდ გაათავისუფლებს. მომდევნო დღეებში განაჩენი სწორედ მამისეიშვილმა უნდა გამოაცხადოს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი