ჩემთან დაკავშირებას ვერც ერთი მხარე მოახერხებთ - მოსამართლე მერიის მაღალჩინოსნებს და პროკურორს

24 დეკემბერი 2019, 15:35 2082 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გიორგი ერმაკოვისა და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს ბრალდებულები და მათი დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულებს არც მტკიცებულებების გარეშე დატოვებს პატიმრობაში და არც დაუსაბუთებლად გაათავისულებთ მათ. მისივე თქმით, მასთან დაკავშირებას ვერავინ მოახერხებს, რადგან ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა  ამ საქმეშ სწორედ მას აკისრია.

"​შვიდივე თქვენგანს ქალაქის მაჯისცემაზე გქონდათ ხელი, არც მტკიცებულებების გარეშე დაგტოვებთ პატიმრობაში და არც დაუსაბუთებლად გაგათავისუფლებთ. დარწმუნებული ვარ თქვენი მხარეც და პროკურატურაც ჩემთან დაკავშირებას შეეცდებოდა, მაგრამ გარწმუნებთ ჩემთან დაკავშირებას ვერავინ მოახერხებს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ამ საქმეში მაქვს მე. ერთ მხარეს სურს თავისი ოჯახის წევრები წაიყვანოს სახლში, მეორე მხარეს სურს თავისი ბრალდებით დაკავებულები 7 წლიან პატიმრობაში დატოვოს, მე კი მაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა რათა გავაკეთო ობიექტური გადაწყვეტილება და ქალაქთან ვიყო მართალი"- განაცხადა დავით მამისეშვილმა.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში