"არ უნდა მოვდუნდეთ, ახლა მოქმედების დროა"- ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დიპლომატიურ მისიებს მიმართავს

24 დეკემბერი 2019, 10:26 1215 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საქართველოში მოქმედ ყველა დიპლომატიურ მისიას მიმართავს. "არ უნდა მოვდუნდეთ. ახლა მოქმედების დროა! იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, თქვენი ძალისხმევა ძველებურად დიდი და შედეგის მომტანი იქნება"- ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

20 დეკემბერს, ცხინვალში ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც დაკავებულ ექიმს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდეს. 2 თვიანი წინასწარი პატირმობის ვადა მას უკვე ამოეწურა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი