აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს ერთგულება დემოკრატიის პრინციპების მიმართ და უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი სასამართლო და პროკურატურის სისტემა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამია, რომ შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტატეგიულ პარტნიორთან - საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულ ინტიტუტებს.