20 წლის გიორგი ჩაკვეტაძე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია

24 დეკემბერი 2019, 10:06 3800 ნახვა

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური ,,გენტის’’ 20 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია. გერმანულმა სააგენტომ transfermarkt.com-მა ფეხბურთელთა ფასებში მორიგი ცვლილებები განახორციელა, რომლებიც ქართველ ფეხბურთელებს შეეხო. რუსეთის ჩემპიონატში ზამთრის შესვენებაა და გერმანულმა სააგენტომაც ფასები განაახლა. მოსკოვის ,,ლოკომოტივის’’ 27 წლის მცველი საბა კვერკველია აქამდე €10 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. მიმდინარე სეზონში ქართველს მცირე სათამაშო დრო აქვს და აქედან გამომდინარე მისმა სატრანსფერო ღირებულებამ 2 მილიონი ევროთი დაიკლო და ახლა 8 მილიონ ევროს შეადგენს. ამრიგად, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის სტატუსი 20 წლის გიორგი ჩაკვეტაძეს ერგო, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 9 მილიონი ევროა. ყველაზე ძვირადღირებული 10 ქართველი ფეხბურთელის სია კი ასე გამოიყურება:

1. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - €9 000 000

2. საბა კვერკველია (მოსკოვის ,,ლოკომოტივი’’ ) - €8 000 000

3. დავით ხოჭოლავა (დონეცკის ,,შახტარი’’ ) - €5 000 000

4. გია გრიგალავა (ტულის ‘’არსენალი’’ ) - €2 500 000

5. გიორგი ქვილითაია (გენტი) - €2 500 000

6. ჯიმი ტაბიძე (უფა) - €2 500 000

7. ზურიკო დავითაშვილი (რუბინი) - €2 500 000

8. ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი) - €2 500 000

9. ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - €2 000 000

10. ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - €1 500 000

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში