ყაზბეგში, ყუროს მთაზე დაკარგული დაშავებული ტურისტი მაშველებმა დრონის საშუალებით იპოვეს და ამოიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ჩინელი ტურისტი 30 წლის იყო. ის მაშველებმა 100 მეტრის სიმაღლის ხევიდან ამოიყვანეს. დასავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
''დასახმარებლად, ყაზბეგიდან შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. ოპერაციაში, ასევე, თბილისიდან ჩაერთო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი, 8 მაშველის შემადგენლობით.
მოქალაქის ადგილსამყოფელის დასადგენად გამოყენებული იყო დრონი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რთული რელიეფის და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად დროულად მოახერხეს ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე დაშავებული ტურისტის პოვნა და ამოყვანა 100 მეტრის სიმაღლის ხევიდან'' - წერია ინფორმაციაში.