ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. დაშავდა 39 წლის ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას სხვადსხვა სახის დაზიანება აქვს, მათ შორის მუცლისა და თავის არეში. კლინიკაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ქალი სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. ის ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.