ევროპაში შტორმმა ცხრა ადამიანი იმსხვერპლა, 12 კი გემიდან მაშველებმა გამოიყვანეს

23 დეკემბერი 2019, 12:11 1508 ნახვა

ევროპაში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. შვიდი ადამიანი დაიღუპა ესპანეთში, ორი კი პორტუგალიაში. შტორმმა  "ელზასა" და "ფაბიანის" გამო დატბორილია ქუჩები, დაზიანებულია ქალაქების ინფრასტრუქტურა; მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

უამინდობისა და მაღალი ტალღების გამო დაზიანდა გემი იტალიაშიც. ბორტზე მყოფი 12 ადამიანი, რამდენიმე საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, სანაპიროზე ვერტმფრენით გადაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი