დამძიმებული ბრალი - გამსახურდიას საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

22 დეკემბერი 2019, 12:25 1452 ნახვა

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ, პეტრე ყუფარაძის, თორნიკე ქვათაძის, გიორგი სოლოღაშვილის, კახა ჩხეტიანისა და ტატო ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.  საქმეზე ორ პირს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარედგინა, სამს კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

გიორგი სოლოღაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს. უფლებადამცველის ინფორმაციით, მასალებს ამ დრომდე ეცნობა და ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა შუამდგომლობას დააყენებენ დღევანდელ სხდომაზე, სადაც ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

პირველი პრეზიდენტის შვილს, 19 დეკემბერს, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მან 2 მძიმე ოპერაცია გადაიტანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი