„ერთად ერთის წინააღმდეგ“- ოპოზიცია ხვალ, ბათუმში, მასშტაბური აქციისთვის ემზადება.შეკრება ცენტრალურ პარკში 14 საათზეა დაგეგმილი, მოეწყობა მსვლელობა ვარდების მოედნისკენ.
ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებთან ერთად ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ და კიდევ ერთხელ გააჟღერებენ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნას.