„ფორბსმა“ ბათუმი 2020 წლისათვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების სიაში შეიყვანა. გამოცემა წერს, რომ ბათუმი სიდიდით მესამე ქალაქი და შავი ზღვის პოპულარული კურორტია საქართველოში. იმის გამო, რომ ქალაქში ახალ შენობებზე სიმაღლის შეზღუდვები არ არსებობს, დეველოპერები და მყიდველები თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმუმამდე ზრდიან.
სტატიაში ნათქვამია, რომ ქალაქში 2018-დან 2019 წლამდე 22 752 ბინა აშენდა. გამოცემამ ინვესტიციების განხორციელებისათვის საუკეთესო ევროპულ ქალაქებს შორის, ბათუმის გარდა, როტერდამი, ნეაპოლი და მეჟევი დაასახელა.