ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

21 დეკემბერი 2019, 12:25 1108 ნახვა

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი არ იზიარებს, გამოძიების ვერსიას, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში მხოლოდ 1 ადამიანი მონაწილეობდა, რომელიც დაკავებულია. გარდა ამისა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პოლიციამ კიდევ 4 პირი დააკავა. მათ ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი - 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი