ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 7 საათიანმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მდგომარეობა მაინც უკიდურესად რთულია.
ცოტნე გამსახურდია გუშინ თბილისში, ვერაზე დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.