ბათუმში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. გუშინ საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის დაჭრაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს. შსს-ს თანახმად, ის დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოს სავარაუდოდ 3-4 დღეში დატოვებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების ცნობით სტაბილურია.