ამ წუთებშივე მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება შეხვედრა, მთავრობის წარმომადგენელებს, დარგის სპეციალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შორის, სადაც როგორც დღეს პრემიერმა აღნიშნა, უნდა იმსჯელონ პრევენციის ზომებზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ლუკა სირაძის ტრაგიკული შემთხვევის მსგავსი ფაქტები.