თესალონიკში 60 წლის ქართველმა მამაკაცმა საშობაო სოფელთან ცეცხლი გახსნა. ბერძნული სამართალდამცველების ინფორმაციით, ის ანგარიშსწორებისთვის სამ ადამიანს მისდევდა. თვითმხილველები ბერძნულ მედია გამოცემას უყვებიან, რომ 60 წლის მამაკაცმა ორჯერ გაისროლა, თუმცა არავინ დაჭრილა.
სამმა პირმა, რომლებიც სავარაუდოდ ასევე საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეს ხელში იარაღის გარდა, დანაც ეჭირა. ოფიცრებმა მამაკაცი მალევე დააკავეს და იარაღი ჩამოართვეს.
ქართველი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით გაასამართლებენ.