პრაქტიკოსი მასწავლებლები ჯერჯერობით სკოლებში რჩებიან

18 დეკემბერი 2019, 21:02 4575 ნახვა

ახალი შანსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, თუ დეფიციტის თავიდან არიდება, რომლის წინაშეც სკოლები იანვრიდან რეალურად დგებოდნენ - სამინისტრომ ახალი მინისტრის პირობებში გეგმა ისევ შეცვალა და გადაწყვიტა, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც სტატუსი ვერც ამ შემოდგომაზე აიმაღლეს, სკოლებში დარჩებიან.

ხელშეკრულების გაგრძელების, ან მათი ჩანაცვლების თაობაზე კი პასუხისმგებელი სრულად სკოლის ადმინისტრაცია იქნება. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შედეგები დღეს გამოაქვეყნა, ჩაჭრილების და სტატუსამაღლებულების ზუსტი რიცხვი უცნობია, მაგრამ ცნობილია რომ შემდეგ ეტაპზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მათ კრედიტები უნდა მიანიჭოს.

შეცვლილი გეგმის პირობებში, სკოლებს საჭიროების მიხედვით ვაკანსიების გამოცხადების საშუალება ექნებათ, მაგრამ არა ვალდებულება. შესაბამისად პრაქტიკოსები სკოლებში რჩებიან, მაძიებლებს კი ისევ ლოდინი მოუხდებათ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი