აჭარის მთავრობის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც დღეს 14:00 საათზე იყო დაგეგმილი, 15 წლის ბიჭის, ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო გაუქმდა. ტრაგედიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"შემძრა 15 წლის ლუკას გარდაცვალებამ. მჯერა, რომ ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით ყველა კითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა სათანადო პასუხი და ყველა დამნაშავე დაისჯება. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანაკლასელებს და მთელ საზოგადოებას!"- წერს თორნიკე რიჟვაძე.