რატომ გადადგა ქობულეთის სანდასუფთავების უფროსი

13 სექტემბერი 2016, 00:00 3924 ნახვა

ქობულეთის  სანდასუფთავების სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. გამგეობაში აცხადებენ, რომ მან პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება  პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო.  ირაკლი ცეცხლაძის განცხადებით ტურისტულ სეზონზე ქალაქში დასუფთავების პრობლემა იდგა, თუმცა გამგებლის მოადგილისთვის უცნობია, გახდა თუ არა ეს გარემოება რაულ ჩელებაძის გადაწყვეტილების მიზეზი.  ქობულეთში სავსე ურნები ''ახალი ამბების'' ობიექტივში რამდენჯერმე მოხვდა. 

ამავე კატეგორიაში