აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულება დამტკიცდება. კომისიამ გუშინ პირველი სხდომა გამართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარედ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ რეგიონული კოორდინატორი თამარ მამეიშვილი აირჩიეს.
5-წევრიანი კომისიის შემადგენლობაში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნათია კუპრაშვილი და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის - „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან გობაძე და ხელოვნების პროპკავშირის აჭარის ორგანიზაციის წამრომადგნეელი, მანანა შარაშიძე არიან.