დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე - თინა ბოკუჩავამ დღის წესრიგი დახია

16 დეკემბერი 2019, 18:41 1552 ნახვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში. „ მონათა ბაზარი გახდა პარლამენტი. იმიტომ არ შემოვდივართ და იმიტომ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რომ ღირსად არ გთვლით მონათა ბაზარში მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბიუროს სხდომაზე.

თინა ბოკუჩავამ ბიუროს დღის წესრიგი დახია. დეპუტატი ითხოვდა  არჩილ თალაკვაძისგან პასუხის გაცემას, შეუშვებდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების მოსანახულებლად. პარლამენტის თავმჯდომარემ მას უთხრა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, მას სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემოდა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი