აქციის მონაწილეები ''ქართული ოცნების'' დეპუტატის გადადგომას ითხოვენ - საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს

16 დეკემბერი 2019, 12:54 1299 ნახვა

თბილისის საკრებულოს შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ და ''ქართული ოცნების'' საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომას მოითხოვენ. აქცია გუშინ დაანონსდა. დეპუტატმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  დასუფთავების სამსახურიდან არიან და ნაგავი უნდა გაიტანონ.

თბილისის საკრებულოს წევრი ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან'' ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ საკრებულოს შენობიდან პოლიციამ გამოაძევა. “საკრებულოდან გამოგვაძევეს დეპუტატები. გვქონდა მცდელობა რამდენიმე ადამიანი შეგვეყვანა. ძალადობით გამოგვაგდეს საკრებულოდან. ბიძინას შენობები ჰგონიათ მუნიციპალური შენობები”, – ამბობს ნადირაძე.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მოქალაქეთა შესასვლელისკენ გადაინაცვლეს. მათ შორის არის სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. მისი თქმით, უფლება აქვს შენობაში შევიდეს, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. 

საკრებულოსთან ათობით სამართალდამცველი იმყოფება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი