ცალკეული ლიდერების დაჭერით, დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს" - აცხადებს ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია და პროკურატურაში დაბარებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.
რაც შეეხება პროკურატურაში დაბარების საკითხს, მისი თქმით, ის მოწმის სტატუსით დაიბარეს და საქმე წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება.
გიგა ბოკერია დღეს გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.