დაწუნებული კადრები უვადო მოსამართლეებად 

15 დეკემბერი 2019, 20:15 1904 ნახვა

12 დეკემბერი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს დღე მართლმსაჯულების კაპიტულაციის დღეა, ქართულ ოცნებაში კი დარწმუნებული არიან, რომ სასამართლო სისტემა ჩამოშლას გადაარჩინეს და უზენაეს სასამართლოს მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალება მისცეს.

12 დეკემბერს კი ქართული ოცნება თავის გადაწყვეტილებასთან მარტო დატოვეს. პარტიიდან წასულმა დეპუტატებმაც კი არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად. მიუხედავად ამისა, ქართული სასამართლოს უმაღლესი ინსტანცია სწორედ იმ ადამიანებმა დაიკავეს, ვისი კომპეტენცია და ღირებულებები სამოქალაქო საზოგადოებამ და სამართლის ექსპერტებმა უმაღლესი მსაჯულის მანტიისთვის შეუსაბამოდ მიიჩნიეს.

უვადოდ გამწესებულ 14 მოსამართლეთაგან უმრავლესობასთან პრეტენზიები არა მხოლოდ მათ ჰქონდათ. დეპუტატები უმრავლესობიდან საჯარო გასაუბრებისას, მოსამართლეებს წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებს ახსენებდნენ. ქართული ოცნების მიერ 14 მოსამართლის უვადოდ გამწესებას კრიტიკა მოჰყვა ამერიკის საელჩოსგან და ევროპელი პარტნიორებისგან.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი