სოფელ ხუნკუდაში მცხოვრებლები გარეგანათების ჩართვას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ თვეზე მეტია სისტემა დამონტაჟდა, თუმცა ამ დრომდე შუქი არ ჩართულა.
ქედის მერიაში განმარტავენ, რომ ქსელში ჩართვა პროცედურებთანაა დაკავშირებული და ხუნკუდა თვის ბოლოდან განათდება.