უკანონოდ დაკავებული ექიმი, პატიმრობაში დატოვეს - პრეზიდენტის მიმართვა საერთაშორისო პარტნიორებს

13 დეკემბერი 2019, 19:12 1396 ნახვა

ექიმის გათავისუფლების თხოვნით, პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. განცხადება სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა:

"მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას.    კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება!"- წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, დეფაქტო ცხინვალის მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო პროცესი დღეს, 13 დეკემბერს. ცხინვალში გაიმართა. პროცესზე გაფრინდაშვილის სასჯელის შესახებ უნდა ემსჯელათ.

 სასამართლო პროცესი დახურული იყო და მასზე დასწრება ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი