კლანმა გაიმარჯვა, როგორც იურიდიულ კომიტეტში, ასევე „ქართული ოცნების“ უმრავლესობაზე, - უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. დეპუტატმა ამბობს, რომ სხდომას დღეს ბოლოჯერ დაესწრო.
„იურიდიული კომიტეტის გახდა კლანის წევრი. ეს იყო ჩემი ბოლო სხდომა. აღარ დავრჩები, ველოდებოდი კენჭისყრას და ეს ერთი წელი ჩემი გადადგომიდან ამ დრომდე დავრჩი, მხოლოდ იმიტომ რომ, ბოლომდე გამომეყენებინა ყველა შანსი, რომ ხუთი კანდიდატი კი არ ჩამოშორებოდა ამ კენჭისყრას, არამედ მეტი ყოფილიყო ამ პროცესიდან ჩამოშორებული. ხუთი ჩამოშორდა პროცესს, მაგრამ სიაში დარჩება ბევრი მძიმე ბიოგრაფიის ადამიანი,'' - განაცხადა ეკა ბესელიამ.