საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით ის მოსამართლეები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, აქტივისტები, ოპოზიციური პარტიები, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ე.წ. "ჩინჩალაძის კლანად" მოიხსენიებდნენ და მათ დამტკიცების და შერჩევის პროცედურებს აკრიტიკებდნენ, უვადოდ განმწესდნენ უზენაესს სასამართლოში. მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები და შეფასებები აქვს სახალხო დამცველს.
სხდომაზე რეგისტრაცია 90 დეპუტატმა გაიარა, აქედან სხდომას არ ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. სხდომას ესწრებოდა ეკა ბესელია, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს. დეპუტატმა მმართველი პარტია და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, მოსამართლეების სიის დამტკიცების წინააღმდეგობის გამო დატოვა.
უვადო მოსამართლეები გახდნენ: