''ქართული ოცნების'' ხელისუფლება ყარს, სწორედ ამის სიმბოლიზაცია იყო დღევანდელი ფაქტი - აქტივისტი

12 დეკემბერი 2019, 14:06 1854 ნახვა

მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ფეკალიების სუნი დარბაზში მათ გაუშვეს. ამტკიცებენ, რომ ის უსაფრთხო და მშვიდობიანი იყო.  აქტივისტი ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ სისტემა და ''ქართული ოცნება'' ყარს, დღევანდელი პერფორმანსი კი სიმბოლური იყო.

''მეტ დეტალს ამ ეტაპზე ვერ გავახმაურებ, თუმცა ფაქტზე პასუხისმგებლობა ჩვენმა ორგანიზაციამ აიღო. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ხელისუფლება, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტს აკანონებს საქართველოს პარლამენტის დახმარებით. ჩვენი აზრით ეს მოცემულობა ყველა ვარიანტში უნდა შეიცვალოს. პროტესტის ფორმებიც არის ადეკვატური და ყველასთვის მშვიდობიანი. დღევანდელი მოვლენებიც სწორედ ასე განვითარდა. მეტს ვერ გეტყვით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბრძოლა გამოიღებს შედეგს. მთავარი მოთხოვნაც კვლავ არის პროპორციული არჩევნები. 

ეს არის უსაფრთხო. მიზანმიმართული იმისკენ, რომ ჩვენი სასამართლო ხელისუფლების სრული მიტაცება არ მოხდეს ''ქართული ოცნების'' და ბიძინა ივანიშვილის მიერ. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. 

როდესაც პასუხისმგებლობას იღებს ორგანიზაცია #სირცხვილია გამორიცხულია, რამე კრიმინალურთან გვქონდეს საქმე. ფეკალური მასის სუნი დადგა პარლამენტში, სისტემა ყარს, რეალურად ''ქართული ოცნების'' ხელისუფლება ყარს, სწორედ ამის სიმბოლიზაცია იყო დღევანდელი ფაქტი'', - უთხრა აქტივისტმა ჟურნალისტებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი