პარლამენტის შენობაში პოლიცია მივიდა იმის გამსოაძიებლად, თუ რა ფორმით და ვინ გაუშვა სითხე და არის თუ არა ის ჯანმრთელობისთვის საზიანო. მოკლევის შემდეგ გადაწყდება, დაიწყოს თუ არა გამოძიება.
უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ არავინ წავიდოდა კრიმინალზე: "ეს იყო მდაბიო საქციელი, რომ გამოვეყვანეთ დეპუტატები დარბაზიდან".
მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ფეკალიების სუნი დარბაზში მათ გაუშვეს. ამტკიცებენ, რომ ის უსაფრთხო და მშვიდობიანი იყო, სიმბოლურად კი ასახიერებს იმას, რომ დღეს ქართული პარლამენტარიზმი ყარს.
საქართველოს პარლამენტში, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა. სავარაუდოდ, სხდომათა დარბაზში, სითხე მოასხეს, რომელსაც მძაფრი სუნი ჰქონდა და დეპუტატების ნაწილი შეუძლოდ გახდა. როგორც ენძელა მაჭავარიანი ამბობს, მას არ დაუნახავს თუ ვინ დაასხა დარბაზში სითხე ან რა, მაგრამ "სპეციფიური სუნი იგრძნო" და ალერგიული შეტევა დაემართა.
ნუკრი ქანთარია კი მიიჩნევს, რომ ეს ოპოზიციური პარტიის წევრების მცდელობა იყო, რომ ჩაეშალათ სხდომა, სადაც დეპუტატებს უვადოდ 14 მოსამართლეობის კანდიდატის დამტკიცების საკითხი უნდა განეხილათ. დეპუტატები ამტკიცებენ, რომ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაღვარეს, რასაც სპეციფიკური სუნი ჰქონდა. უსაფრთხოების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა გაურკვეველი დროით შეწყვიტა.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სითხე ოპოზიციის წევრებმა დაასხეს.