პარლამენტში უვადოდ განსამწესებელი 20 მოსამართლიდან 14 მოსამართლეს გაეწია რეკომენდაცია

12 დეკემბერი 2019, 11:35 2131 ნახვა

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, 20 მოსამართლიდან უვადოდ განსამწესებლად 14 მოსამართლეს გაუწია რეკომედნდაცია იურიდიულმა კომიტეტის წევრემა. 

თამარ ალანია - ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი - ვერ გადავიდა - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრებაზე ამ კანიდიდატს გახმაურებულ და რეზონანსულ საქმეებზე დაუსვეს კითხვები. 

მერაბ გაბინაშვილი - შვიდი მომხრე ერთი წინააღმდეგი - გადავიდა  მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრებაზე მურუსიძესთან კავშირებზე ჰკითხეს. ის ცნობილია თავისი საჯარო განცხადებებით სასამართლო  სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. 

შოთა გეწაძე - ერთი მომხრე ერთი წინააღმდეგი - ვერ გადავიდა - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება   გეწაძემ 2011 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმე განიხილა და კანონიერად სცნო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.

მირანდა ერემაძე - 6 მომხრე და ერთი წინააღმდეგი - გადავიდა  

მამუკა ვასაძე - 7 მომხრე ერთი წინააღმდეგი - გადავიდა - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება   -   მამუკა ვასაძე გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ მუშაობს, არაერთი საქმე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც შინაარსის, ასევე გაჭიანურებული გამოძიების გამო.

მაია ვაჩაძე - 7 მომხრე, ერთი წინააღმდეგი - გადავიდა - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება   - ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია დაიმორჩილოს სასამართლო, განაცხადა უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა. 

თამარ ზამბახიძე - 8 მომხრე ერთი წინააღმდეგი - გადავიდა - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება   - ის ამბობს, რომ მასზე საქმიანობისას ზეწოლა არასოდეს ყოფილა და საზოგადოებაში უნდა იყოს სასამართლო სისტემის მიმართ მაღალი ხარისხის ნდობა.

შალვა თადუმაძე - 8 მომხრე, ერთი წინააღმდეგი - გადავიდა - მოსამართლის  კანიდიდატთან გასაუბრება   - ქტუალური გასაუბრებაზე მოქმედი მთავარი პროკურორის დიმპლომის ნამდვილობა იყო. 

ვლადიმერ კაკაბაძე - 6 მომხრე და ერთი წინააღმდეგი - გადავიდა - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება   - კორუფცია, შერჩეული სამართალი და დაბალი ერუდიცია - დეპუტატების ბრალდებები და კამათი მოსამართლეობის კანდიდატთან

ლევან მიქაბერიძე - 6 ხმა ერთი წინააღმდეგი - გადავიდა - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება  - "მე არ მაქვს, როგორც სისტემის შემადგენელ ნაწილს აღქმა, რომ სასამართლოში არის რაღაც კლანური, ჯგუფური მმართველობა" - განაცხადა გასაუბრებაზე. 

გიორგი მიქაუტაძე - 8 ხმა ერთი წინააღმდეგი - გადავიდა - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება  “სასამართლოში არ არსებობს გავლენიანი ჯგუფი”- ამბობს გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც მესამე სექტორი და ოპოზიცია სასამართლო კლანის წევრად მოიაზრებს. 

პაატა სილაგაძე - 2 მომხრე ერთი წინააღმდეგი - ვერ გადავიდა - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება   

ნუგზარ სხირტლაძე - 6 მომხრე ერთი წინააღმდეგი - გადავიდა - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება    მოსამართლეობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. მან გაიარა შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდი, შემდეგ სააკაშვილის, ბოლოს მარგველაშვილის და ახლა ზურაბიშვილისას გადის.

ლალი ფაფიაშვილი - 7 მომხრე ერთი წინააღმდეგი - გადავიდა - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება   -  მას უკავშირდება ყველაზე ხმაურიანი: გიგი უგულავას,  ე.წ კაბელებისა და რუსთავი 2-ის საქმეების განხილვა. 

ნინო ქადაგიძე - 7 მომხრე ერთი წინააღმდეგი - გადავიდა - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება   - ოპოზიცია კანდიდატს ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრად მიიჩნევდნენ. 

ლაშა ფოჩიაშვილი - ერთი მომხრე და ერთი წინააღმდეგი - ვერ გადავიდა 

ქეთევან ცინცაძე - 6 მომხრე და ერთი წინააღმდეგი  -  მოსამართლის გასაუბრება  ქეთევან ცინცაძემაც გასაუბრებაზე დეპუტატებს განუცხადა, რომ პოლიტიზების პრობლემა უშუალოდ მას არ შეხებია. 

ალექსანდრე წულაძე - 6 მომხრე ერთი წინააღმდეგი - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება   კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. განაცხადა, რომ  ქორწინების დეფინიციის საჭიროება არ არსებობდა. სხვა შემთხვევაში კონსტიტუციური ჩანაწერის გაუარესების ფაქტი არ ახსენდება. 

გოჩა ჯეირანაშვილი - ერთი მომხრე ერთი წინააღმდეგი - ვერ გადავიდა 

ზაზა თავაძე ფორმალურადაა სიაში და მას ნული ხმა აქვს. კანდიდატურა მოხსნა - (ზაზა თავაძეს საკუთარი გამონათქვამი თომას ჯეფერსონის ციტატა ეგონა)

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი