გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლნისში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ბოლნისში, ხრამზე, სამი მოქალაქე, ასაფეთქებელი ნივთიერებით თევზაობდა. სამართალდამრღვევებს ხელჩანთაში აღმოაჩნდათ ხრამულის სახეობის 14 კგ თევზი და ასაფეთქებელი ნივთიერება, ე.წ. გვარჯილა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს აღნიშნული ნივთები ჩამოართვეს და დალუქეს.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნება.