პრეზიდენტი: ''არც ჯარი გვაქვს და არც გვექნება'' - შეფასებები

11 დეკემბერი 2019, 12:00 1771 ნახვა

პრეზიდენტი და მისი განცხადებები კვლავ განსჯის საგანი ხდება. სალომე ზურაბიშვილმა სკანდაულირ განცხადება სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა, თქვა, რომ საქართველოს ჯარი და იარაღი არ აქვს და არც ექნება.  ზურაბიშვილის მტკიცებით, ამ მიმართულებით პრობლემების მიუხედავად, ქვეყანას აქვს ცოდნა, მეცნიერება და კულტურა.

ჯარზე გაკეთებული განცხადების გამო პრეზიდენტს აკრიტიკებენ და მისგან საჯაროდ  ბოდიშის მოხდას ითხოვენ პოლიტიკოსები. ამბობენ, რომ  განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზიანებელია. მოუწოდებენ თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს, განცხადებაზე მკაცრი რეაგირება მოახდინონ.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი