მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში ქურდობის 1289 ფაქტი მოხდა, რაც 539-ით ნაკლებია წინა წლის იდენტურ პერიოდთან მიმართებაში.
31 დღეში ქურდები ბინაში 181 -ჯერ შევიდნენ, საცავსა და სადგომში კი 189-ჯერ.
საანგარიშო პერიოდში ძარცვის 16 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მძარცველები ერთჯერ საცავსა და სადგომში შევიდნენ.
რაც შეეხება ყაჩაღობას, ოქტომბერში ყაჩაღობის 5 ფაქტი მოხდა. რაც 12-ით ნაკლებია გასული წლის იდენტურ პერიოდზე.
მიმდინარე წლის ოქტომბერში თაღლითობის 141, გამოძალვის კი 11 ფაქტი დაფიქსირდა.
სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.