საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 83 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა

10 დეკემბერი 2019, 20:50 1589 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 83 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.  საბოლოო ვარიანტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა გააცნო. ივანე მაჭავარიანს შეკითხვა მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუსვა ხელფასების ზრდის საკითხზე. რაც შეეხება ოთარ დანელიას, რომელიც დღეს  საკუთარი გუნდის ოპოზიციაში აღმოჩნდა. მან განაცხადა, რომ არ მოსწონს სოფლის მეურნეობის მიმართულებით განკუთვნილი თანხის მოცულობა.

კითხვაზე ამის გამო ხომ არ აპირებს იგი უმრავლესობის დატოვებას თქვა, რომ არა. ბიუჯეტს აკრიტიკებენ ოპოზიციაშიც. ამბობენ, რომ ვალების ხარჯზე შეგროვებულ თანხას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს. ცნობისთვის მომავალი წლის ბიუჯეტი 14.4 მილიარდამდე ლარი იქნება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი