ქედის 12 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

12 სექტემბერი 2016, 00:00 4400 ნახვა
00:00
00:00

ქედის მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღში აღმზრდელობითი  პროცესი განახლდა. დაბა ქედის პირველ საბავშვო ბაღში კი სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პრცესი 1 ოქტომბერს აღდგება. მომდევნო კვირას გაიხსნება ახალი ბაღი სოფელ ნამლისევშიც.  სოფელ ოქტომბერში კი ბაღი მშენებლობის პროცესშია. ქედაში 13 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, წლის ბოლომდე მათი რიცხვი ორით გაიზრდება. მიმდინარე წელს ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 ათას ლარამდე დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში