ქობულეთის მერი მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს - ირწმუნება ნაციონალური მოძრაობის წევრი. რეზო ხარაზის თქმით 2018 წლის აუდიტის დასკვნაში საუბარია სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე, მონიტორინგის გარეშე დარჩენილ სამუშაოებზე, სამსახურეობრივი ავტომობილების ნაცვლად კერძო პირების საწვავით უზრუნველყოფაზე.