ძალით ხომ არ ვამუშავებთ... დაგვპირდა, რომ ილოცებს - საპენსიო სააგენტოს უფროსის წასვლაზე

09 დეკემბერი 2019, 15:07 2349 ნახვა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის პოსტიდან პირადი გადაწყვეტილებით მიდის.

''სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე. ადამიანმა თქვა, მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“ ,- განაცხადა გახარიამ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა. სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოში თავისი მისია ამოწურა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი