"თვალთხარია გახარია"- პრემიერს ბათუმში ბანერებით და სასტვენებით დახვდნენ

07 დეკემბერი 2019, 13:23 3493 ნახვა

ბათუმში, საზღვაო აკადემიაში პრემიერ-მინისტრი მივიდა. გიორგი გახარია აკადემიის ადმინისტრაციას ხვდება. არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია სტუდენტებთან შეხვედრაც. პრემიერ-მინისტრმა სამანქანე განყოფილება გახსნა,  ეს არის ლაბორატორია, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ კურსს გაივლიან.

"თვალთხარია გახარია", "უკვე დროა რა ხანია go home გახარია", "მე მაინც ვხედავ"- პრემიერს აკადემიის წინ ბანერებით არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები დახვდნენ.

"ჩვენ ვაპროტესტებთ პროპორციული არჩევნების ჩაგდებას. დღეს აქ იმყოფება პრემიერი. გვაქვს კონკრეტული კითხვები და ველოდებით პასუხებს. გვაინტერესებს თუ რატო დათხარეს მშვიდობიან აქტივისტებს 20-21 ივნისს თვალები, ახლა რატო აკეთებს იგივეს იდეურად და რატომ თხრის ახალგაზრდებს თვალებს. დავხვდით რადგანაც შევუქმნათ დისკომფორტი, მან ხალხის წინაშე პასუხი უნდა აგოს და მოღალატე ადამიანი თავისუფლად არ უნდა გადაადგილდებოდეს. მან მოატყუა ქართველი ხალხი, გააცურა საზოგადოება. ჩვენ მას დავხვდებით და მოვთხოვთ ამ კითხვებზე პასუხებს - ამბობს "ალტერნატივას" წევრი ხათუნა ბერიძე.

ადგილზე სამართალდამცავები და აჭარის სამმართველოს უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი იმყოფებიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი