საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისის შესახებ საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები

05 დეკემბერი 2019, 15:43 1568 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში კრიზისის შესახებ საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. დეპუტატების თქმით, კანონმა მისცა ხელისუფლებას საშუალება, დაეკომპლექტებინა მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო იმგვარად, რომ აერჩიათ ხელისუფლებასთან ასოცირებული დირექტორი. ვიდრე კანონმდებლობის ხარვეზი გამოსწორდება, მაუწყებელში ახალ, მეხუთე მრჩეველს შემოიყვანენ, ისინი მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც ჟურნალისტების დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს" მიიღონ მონაწილეობა.

მიმართავენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს,  დავით გაბაიძე საკონკურსო კომისია დააკომპლექტოს. მეხუთე კანდიდატის შესარჩევად, განაცხადების მიღება უმაღლეს საბჭოში, ხვალ, 18 საათზე სრულდება. შეგახსენებთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ", წინა კონკურსზე მისი კვოტით კანდიდატურა არ წარადგინა მაუწყებელში, რადგან მიიჩნევდნენ რომ უსამართლოდ და კანონდარღვევით დააკომპლექტა კომისია.  სარჩელი სასამართლოშიც შეიტანეს, თუმცა მოსამართლემ იგი არ დააკმაყოფილა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი