„ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა და ვინც გაბედავს, გააღვივოს მათ შორის დაპირისპირება, კანონთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება“ - ასე გამოეხმაურა აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების ფაქტებს ქვეყნის პრემიერი.
კონტრაქციები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. კახა კალაძე ძალადობას კატეგორიულად ემიჯნება და ამბობს, რომ ქვეყანაში დაპირისპირებები მიზანმიმართულად ხდება. სხვადასხვა ჯგუფს შორის მომხდარ დაპირისპირებას ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაში არსებული პროტესტის ჩახშობად აფასებს ოპოზიცია.