რამდენჯერმე დაიძაბა დღეს სიტუაცია ქობულეთის მერიასთან - ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება

03 დეკემბერი 2019, 18:10 1956 ნახვა

რამდენჯერმე დაიძაბა დღეს სიტუაცია ქობულეთის მერიასთან, სადაც ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასა და ხმაურს.  მერი, მერიის თანამშრომლები და „ნაციონალური  მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  

ბონდო თედორაძემ მერს „ზონდერი“ უწოდა, მირიან ქათამაძემ კი უთხრა, რომ უზრდელია. დაპირისპირებისას ისმოდა გინება და უცენზურო სიტყვები. მერიასთან სამართალდამცველები დილიდან იყვნენ მობილიზებულები, მუნიციპალიტეტში ეჭვი ჰქონდათ, რომ ოპოზიცია მერიის „დაბოქლომებას“ აპირებდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი