ვცდილობთ, გავათბოთ წყალი და აქციებზე თბილი წყალი გამოვიყენოთ - ვახტანგ გომელაური

03 დეკემბერი 2019, 14:01 1892 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აქციებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ აქციის მონაწილეები არ დაზიანდნენ.

ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ისინი ვცდილობენ, წყალი გაათბონ და აქციებზე თბილი წყალი გამოიყენონ. 

„ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ, თუ გამოვალთ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, რეზინის ტყვიებს, არც გაზს და ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხმათ, ამაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენება. ახლა ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი