ქობულეთში მერიასთან პოლიცია გამოიძახეს - მუნიციპალიტეტში ეჭვი აქვთ, რომ "დააბოქლომებენ"

03 დეკემბერი 2019, 10:48 2478 ნახვა

ქობულეთის მერიასთან რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული, ისინი სავარაუდოდ მერიის თანამშრომლებმა გამოიძახეს. როგორც მუნიციპალიტეტში გვეუბნებიან, შენობის გარეთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან, რომლებიც  შენობის "დაბოქლომებას" გეგმავენ. 

ოპოზიციის წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, ისინი კამპანია "დაბოქლომების" ფარგლებში, დღეს ქობულეთში არ გეგმავენ აქტივობას. მისი თქმით,  ""ნაციონალური მოძრაობის" 10-მდე წევრი, ვაპირებდით ქობულეთის საკრებულოს ფრაქციის ოთახში შეკრებას და სამომავლო გეგმების განხილვას, თუმცა შენობასთან პოლიცია შევნიშნეთ. ჩვენ ქუჩის აქეთ ნაწილში ვდგავართ და ველოდებით რა მოხდება. როგორც ჩანს, სატელეფონო საუბრებს უსმენენ და იცოდნენ, რომ შეკრებას ვგეგმავდით. აგონიაში მყოფი ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე, ფიქრობდა დავაბოქლომებდით და სასწრაფოდ მიმართა ზომებს, როგორც 25 ნოემბერს, დღესაც ზონდერ ჯგუფები შეკრიბა და აპირებს დაგვიპირისპიროს" - ამბობს ბონდო თედორაძე. 

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც იმყოფებიან. 

 

 

 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი