ხვალ საქართველოში, დღის მეორე ნახევრიდან ამინდი მნიშვნელოვნად შეიცვლება, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს, მთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი.
შუადღიდან ამინდი აჭარაშიც შეიცვლება, სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა +8, +10 გრადუსი იქნება. აჭარის მთიან რაიონებში (შუახევი, ხულო, გოდერძი) დღის ბოლოს გათოვდება და ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
საქართველოში ცივი და წვიმიანი ამინდი 5 დეკემბერსაც შენარჩუნდება.