უცხო ენების ტესტებში ცვლილებებია - ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020

02 დეკემბერი 2019, 12:30 2932 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში 2020 წლიდან ცვლილებებია. მეორე დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით.
აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. 

მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ვებ-გვერდზე წერია, რომ ტესტის მაქსიმალური ქულა კვლავ 80, გამოცდისათვის გამოყოფილი დრო არ შეცვლილა და ისევ კი 2 საათი და 30 წუთია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი