ნიკა გვარამია საქართველოდან მიდის. „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ამის შესახებ “ფეისბუქ-ზე“ დაწერა. მისი თქმით, ქვეყანას ოჯახთან ერთად დატოვებს და ეს მათი ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
როგორც წერს, მიზეზების შესახებ დეტალურ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ ისაუბრებს. ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის წილების ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების შემდეგ არხიდან წავიდა და „მთავარი არხი“ ჩამოაყალიბა, სადაც „კურიერის“ გუნდის ჟურნალისტების ნაწილმაც გადაინაცვლა. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს. მას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანხების მითვისებას ედავებიან. გუშინ,მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა სუს-ის შენობასთან, აქციას გამართეს.
მათი განცხადებით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო-კადრები, რომელიც „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ოჯახის თვალთვალია ასახული. ბრალდებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა უწოდეს.