დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ბათუმში, პოლიციამ 43 წლის კაცი დააკავა. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ახლობლის მეშვეობით, ერთ-ერთი ბანკის ავტოლიზინგით ისარგებლა. მოგვიანებით, დაკავებულმა ავტომანქანა 2 200 აშშ დოლარად გაყიდა და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.