1 დეკემბრის დღის ბოლოდან, 2 დეკემბრის დილამდე აჭარაში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, სანაპირო ზოლში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი, მაღალმთაში თოვლი და ქარბუქი, ზღვაზე ღელვა 3 ბალი იქნება, ხილვადობა კი გაუარესებული. ღამის საათებში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
3 დეკემბერს გამოიდარებს.